08:26
4 ივნისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, სადაც საქართველო თმის შამპუნებს ყიდულობს
21-05-2020

2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველომ 3 მილიონ 738 ათასი დოლარის თმის შამპუნი იყიდა, საერთო ჯამში ათას 266 ტონა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, შამპუნის იმპორტის ყველაზე დიდი წილი რუსეთზე მოდის - 4 თვეში მილიონ 84 ათასი დოლარი.

იმ ტოპ-5 ქვეყანას შორის, სადაც საქართველო თმის შამპუნებს ყიდულობს, რუსეთი ლიდერობს, მას მოსდევს ჩეხეთი - 685 ათას 400 დოლარით; მე-3 თურქეთი, საიდანაც 524 ათას 200 დოლარის შამპუნი შემოვიდა. ჩამონათვალში მე-4 და მე-5 პოზიციებს კი იტალია და გერმანია იკავებენ, შესაბამისად, 267 ათას 700 და 246 ათას 900 დოლარით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები