11:15
20 აგვისტო, 2019, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქვეყანა, სადაც ყველაზე მეტი ღვინო გავიდა - ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ 6 თვეში 98 მილიონ დოლარს გადააჭარბა
24-07-2019

ღვინის ეროვნული სააგენტოს სტატისტიკის მიხედვით მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოდან ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე ღვინის ექსპორტი გაიზარდა. კერძოდ ამერიკის შეერტებულ შტატებში 354 ათას 874 ბოთლი ღვინო გავიდა, ჩინეთში 3 მილიონ 554 ათას 127 -ი, პოლონეთში კი მილიონ 821 ათას 802 ბოთლი ღვინო.

ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი კვლავ რუსეთი ლიდერობს, სადაც საქართველოდან 2 მილიარდ 558 მილიონ 24 ათას 47 ბოთლი ღვინო გავიდა, მას მოსდევს, უკრაინა, ჩინეთი, პოლონეთი და ყაზახეთი.  ჯამში კი ექსპორტირებული ღვინის ღირებულებამ მიმდინარე წლის 6 თვეში 98 მილიონ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიურ  მონაცემზე 9%-ით მეტია.
აგრარულ საკითხთა კომიტეტში ფიქრობენ, რომ ბაზრის დივერსიფიცირება მნიშვნელოვანია და ჯერ კიდევ ასათვისებელია არაერთი ევროპული ბაზარი. ამერიკის შეერთებულ შტატებში კი ქართულ ღვინოს მეტი პოტენციალი აქვს ვიდრე არსებული ციფრები გვიჩვენებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები