12:03
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
5 ქალაქი, სადაც DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება
29-11-2016

საქართველოს ხუთ ქალაქში DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები გაიხსნება. ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ საკითხებს ბიზნესის წარმომადგენლები უფრო დეტალურად რეგიონალურ ცენტრებში გაეცნობიან. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას შორის შესაბამისი მემორანდუმი უკვე გაფორმდა.  DCFTA-ს საინფორმაციო ცენტრები თბილისში, ქუთაისში, სიღნაღში, გორსა და ზუგდიდში განთავსდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება ხუთნახევარი  მილიონი ევროა და მას ევროკავშირი აფინანსებს.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები