06:20
22 სექტემბერი, 2020, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
5 ბალიანი შტორმი ქობულეთში - მაშველებმა საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს
30-07-2017

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა დღეს, ქობულეთში, 5 ბალამდე შტორმის დროს, საქართველოს 3 და სომხეთის 1 მოქალაქე გადაარჩინეს. ამჟამად, ისინი თავს კარგად გრძნობენ.

უწყების ინფორმაციით, შსს-ს წყალზე მაშველებმა, 50 წუთის განმავლობაში, 4 სხვადასხვა შემთხვევაზე მოახდინეს რეაგირება, 5-ბალამდე შტორმის დროს წყალში შევიდნენ და განსაცდელში მყოფი პირები ნაპირზე უსაფრთხოდ გამოიყვანეს.

„მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის სანაპირო ზოლზე არსებულ ყველა საგუშაგოზე აღმართულია წითელი ალმები, რაც იმის მანიშნებელია, რომ წყალში შესვლა აკრძალულია, დამსვენებლები ამ გაფრთხილებას არ ემორჩილებიან, რითაც საფრთხეს უქმნიან როგორც საკუთარ, ისე მაშველების სიცოცხლეს.

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ: ყურადღება მიაქციეთ გამაფრთხილებელ ნიშნებს, დაემორჩილეთ მაშველთა მითითებებს, არ დატოვოთ ბავშვები მეთვალყურეობის გარეშე და თავი შეიკავეთ ზღვაში შესვლისგან მანამ, სანამ არ გაუქმდება საშტორმო მდგომარეობა, რათა თავიდან იყოს აცილებული უბედური შემთხვევები. როგორც კი ზღვაში შესვლა იქნება უსაფრთხო და დასაშვები, საგუშაგოებზე დაუყოვნებლივ აღიმართება თეთრი ალმები“, - აცხადებენ საგანგებო სტუაციების სამსახურში.

AutoPlay
"ქართულმა ოცნებამ" საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარუდგინა
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
ზუგდიდში არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები არ არიან დაკავშირებული პოლიტიკასთან - ცესკო
გამოქვეყნდა 10 საათის წინ
"გავაკვირვებთ მოსახლეობას!" - შეიქმნება თუ არა საქართველოში დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია, რომელიც ბილეთის ფასით კონკურენციას Wizzair-ს გაუწევს?
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
სვეტლანა ტიხანოვსკაია ევროკავშირს მოუწოდებს, ბელარუსი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისას მეტი გაბედულობა გამოიჩინონ
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
შოტლანდიის პირველი მინისტრი - დამატებითი შეზღუდვები მომდევნო რამდენიმე დღეში თითქმის უეჭველად დაწესდება
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
ადვოკატი პროკურატურას გადასცემს სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს, რომელშიც ჩანს, როგორ აძლევდა ის თამარ ბაჩალიაშვილს მითითებებს
გამოქვეყნდა 11 საათის წინ
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები