4D-განზომილებიანი ულტრაბგერითი გამოკვლევა ყველაზე თანამედროვე და მაღალი ხარისხის მეთოდია, მას რამდენიმე, შეუცვლელი დადებითი ეფექტი აქვს.
4D ულტრაბგერითი გამოკვლევვის ჩატარებისას გამოსახულება, თითქმის კრისტალურად სუფთაა და ხარისხით ბევრად სჯობს 3-დ გამოკვლევას.ყველაზე ამაღელვებელი განსაკუთრებულობა, რაც 4-განზომილებიან გამოკვლევას ახასიათებს, არის ის, რომ შეგიძლიათ იხილოთ ბავშვის მოძრავი გამოსახულება ეკრანზე, დაინახოთ, რას აკეთებს თქვენი შვილი კონკრეტულ მომენტში, როგორ მოძრაობს საშვილოსნოში, გადაუღოთ მას სურათი და წაიღოთ სახლში.
მაღალი ხარისხის ულტრაბგერითი გამოკვლვა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ქალის და მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოების დეტალური გამოკვლევისთვის. უშვილობის დიაგნოსტიკისთვის და პროფილაქტიკური კვლევებისთვის.