08:47
16 დეკემბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
სპორტი
40 მილიონის ამბავი
20-08-2019

ფილიპე კოუტინიო ისტორიაში შევიდა როგორც მოთამაშე, რომელშიც ბარსელონამ 160 მილიონი გადაიხადა, თუმცა მან გაცემული ავანსები ვერ გაამართლა. რეალურად, ბარსას კოუტიონიო ბევრად ნაკლები, 120 მილიონი ევრო გადაიხადა, დანარჩენი 40 მილიონი კი ბონუსების სახით იყო გაწერილი.

ინგლისური "გარდიანის" მიხედვით: ამ სეზონის წინ, კოუტინიოს ბარსელონაში 74 თამაში ჰქონდა ჩატარებული და დიდი ალბათობით, ამ სეზონში 100 თამაშამდე ავიდოდა. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ბარსელონას, რომელმაც ლივერპულს უკვე გადაუხადა 135 მილიონი ევრო, დამატებით კიდევ 20-მილიონიანი ბონუსის გადახდა მოუწევდა.

სწორედ ამიტომ, კატალონელებს ძალიან სურდათ კოუტინიოს გასხვისება. მისი გაყიდვა არ გამოვიდა და დიდი ალბათობით, ამ სეზონის შემდეგ არც ბაიერნი გამოისყიდის კოუტინიოს 100 მილიონ ევროდ. ეს ბრაზილიელისთვის ძალიან დიდი თანხაა. თუმცა ბარსელონა მხოლოდ ამ სეზონის იჯარის სანაცვლოდ ბაიერნისგან 20 მილიონ ევროს მიიღებს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უკვე ამ ეტაპისთვის, ბარსელონა მოახერხებს უკან დაიბრუნოს 20 მილიონი ევრო იმ კოლოსალური თანხიდან, რაც მან 2 წლის წინ კოუტინიოში გადაიხადა და თავიდან აირიდოს 20 მილიონიანი ბონუსი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები