ავტომობილები უკვე დიდი ხანია აღარ ასრულებს მხოლოდ გადაადგილების ფუნქციას, ახლა ის ინოვაციური ტექნოლოგიების გამოცდის პოლიგონი გახდა. დღეს ავტომობილები საწვავის დანიშნულებით ელექტროენერგიას იყენებენ, ავტოპილეტის დახმარებით გადაადგილდებიან და მათი დანიშნულების ადგილზე გამოძახება სმარტფონის პროგრამის საშუალებითაა შესაძლებელი. მალე კი მათ 3D პრინტერის დახმარებით გააკეთებენ. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, ორმა კომპანიამ მცირე ზომის ელექტრომობილის გამოშვება დააანონსა, რომლის თითქმის ყველა ხილული დეტალი, შასის, სკამებისა და შუშების გარდა, 3D პრინტერის მეშვეობით იქნება გაკეთებული. მცირე ზომის ეს მანქანა Smart Car-ს ჰგავს, თუმცა ზომაში კიდევ უფრო პატარაა.