ბრიტანელი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ 3D-ფილმების ყურება ამაღლებს თავის ტვინის აქტიურობას. ინგლისელმა ნეირობიოლოგებმა კვლევა ჩაატარეს, რომელშიც 100-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მოხალისეები ორ ჯგუფად დაყვეს: ერთნი უყურებდნენ ანიმაციურ ფილმს ჩვეულებრივი ფორმატით, მეორენი – 3D-ს. ფილმების ნახვამდე და მას მერეც მოხალისეები ტესტებს ავსებდნენ. აღმოჩნდა, რომ მათ, ვინც 3D ფილმს უყურებდა, ინფორმაციის ათვისების უნარი 23%-ით უძლიერდებოდათ.
იხილეთ ვრცლად mshoblebi.ge-ზე