17:26
22 აგვისტო, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
390 ლარით მეტი დენის ქვითარზე - რატომ მოუვიდათ გაზისა და ელექტროენერგიის გადაჭარბებული გადასახადი მოქალაქეებს იანვარში?
11-02-2019

ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელში  მომხმარებლები გაზისა და ელექტრო ენერგიის საფასურის დარიცხვასთან დაკავშირებით, პრეტენზიებს აფიქსირებენ. მოქალაქეები ამბობენ, რომ გასულ თვეში დენისა და გაზის გადასახადი მოსალოდნელზე ბევრად  მაღალი მოუვიდათ.  თელასს ანალოგიური პრობლემით ცოტა ხნის წინ სალომე გოგოხიამაც მიმართა. მომხმარებელი ამბობს, რომ დეკემბერთან შედარებით, იანვარში ელექტროენერგიის გადასახადი თითქმის 390 ლარით მეტი მოუვიდა. სალომე გოგოხია მარეგულირებელ კომისიაში ჩივილს აპირებს.

მომხმარებლების მიერ დაფიქსირებული პრეტენზიები არ უკვირს ენერგოომბუდსმენს. სალომე ვარდიაშვილი ამბობს, რომ იანვრის თვის ელექტოროენერგიისა და გაზის  მოხმარებასთან დაკავშირებით, საჩივრების რაოდენობა ყოველთვის მაღალია. ენერგოომბუდსმენის განმარტებით, ელექტროენერგიის აღრიცხვის მეთოდოლოგია იმგვარად უნდა ჩამოყალიბდეს, რომ კომპანიას ინტერპრეტირების საშუალება არ მიეცეს. სალომე ვარდიაშვილის თქმით, საქართველოში ელექტროენერგიის სამსაფეხურიანი ტარიფი მოქმედებს და ჩვენების რამდენიმე დღით ადრე ან პირიქით,  დაგვიანებით აღება შესაბამის ცვლილებებს იწვევს.

სემეკში მომხმარებლებს მოუწოდებენ, რომ შეცდომის აღმოჩენის შემთხვევაში, საჩივარი მარეგულირებელ კომისიაში დააფიქსირონ. სემეკის წევრის მაია მელიქიძის

განმარტებით,   მიზეზი,  რის გამოც მოქალაქეებს  გაზის ან დენის საფასური, შესაძლოა, მოსალოდნელზე მაღალი მოუვიდათ, მრავალგვარია. მელიქიძე ამბობს, რომ კომუნალური საწარმოს მხრიდან მომხმარებელთა უფლებების დარღვევის შემთხვევაში სემეკი სალიცენზიო პირობების დამრღვევ კომპანიას დააჯარიმებს, მოქალაქეს კი ზედმეტად დარიცხულ თანხას ჩამოაწერს.
 
მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის დარიცხვებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს "სოკარიც". კომპანიაში აღნიშნავენ რომ ტარიფის ზრდა ერთი მხრივ ზამთრის სეზონის დადგომას და მეორეს მხრივ, იანვარში დღესასწაულების სიმრავლეს უკავშირდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
რამაზი
11-02-2019
ზუსტადვეგაა,თავგასულები არიან,როცა უნდათ მაშინ იღებენ დენის მრიცხველიდან ამონაწერს და ყველანაირად ცდილობენ გვიან აიღონ ჩვენება,რომ მეორე ან მესამე სატარიფო მაჩვენებელში გა დაიყვანონ მომხმარებელი.ქართველი კაცის ბრალია ჩვენი ხმის ამოუღებლობით სარგებლობენ და ეგ არის.მაგრამ რატო ექცე ასე ქართველი ქართველს,ეს ერთი ბეწო ხალხი ერთმანეთის მიმართ სიძულვილით და დაუნდობლობით რატო არი განწყობილი.ერთი სული აქვთ როგორ მოატყუონ,გაყვლიფონ საკუთარი თანამოქალაქე,ისედაც გაჭირვებული.გაზზე ჯიდე იძახიან ჰაერს ამატებენ მილებშიო და მრიცხველი ბევრს წერ უფრო.ქართველის ქართველი ეზიზღება.
რამაზი
11-02-2019
ზუსტადვეგაა,თავგასულები არიან,როცა უნდათ მაშინ იღებენ დენის მრიცხველიდან ამონაწერს და
ყველა კომენტარი
სხვა სიახლეები