04:58
23 აგვისტო, 2019, პარასკევი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
360 გრადუსი
"360 გრადუსი" - სტრასბურგის გადაწყვეტილება "რუსთავი2"-ზე
18-07-2019

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ტელეკომპანია „რუსთავი2“- თან დაკავშირებით გადაწყვეტილება გამოაცხადა და ერთხმად მიიღებული გადაწყვეტილებით, გააუქმა ის შეჩერების მექანიზმი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უშლიდა ხელს. უზენასი სასამართლოს 2017 წლის 2 მარტის გადაწყვეტილებით, კი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მფლობელია ქიბარ ხალვაში და მისი კომპანიაა.
ქიბარ ხალვაშმა განცხადა, რომ გენერალური დირექტორის სტატუსით, ნიკა გვარამიას ნაცვლად „რუსთავი 2“-ს მისი ადვოკატი პაატა სალია უხელმძღვანელებდა და მალევე მოიყვანა თავისი გადაწყვეტილება სისრულეში. ნიკა გვარამიამ კი სტრასბურგის სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას სკანდალური უწოდა და  აღნიშნა, რომ კონტრაქტი მისი გათავისუფლების უმაღლეს გარანტიებს შეიცავს და მას ტელეკომპანიიდან ვერც ქიბარ ხალვაში და ვერც ვინმე სხვა, კანონიერი გზებით ვერ გაუშვებდა.

დეტალებზე თოქ-შოუ „360 გრადუსში“ იურისტი კახა კოჟორიძე, ექსპერტი გია ხუხაშვილი, ექსპერტი მამუკა არეშიძე, „სამოქალაქო მოძრაობა“ ალეკო ელისაშვილი, „შენების მოძრაობა“ დავით უსუფაშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფიო კილაძე საუბრობენ.

AutoPlay
"360 გრადუსი" - მარგველაშვილის პოზიცია
09-08-2019
"ნაციონალური მოძრაობის" დროსაც ძალიან მიბრაზდებოდნენ იმიტომ, რომ 2003 წლიდან არ მომწონდა სააკაშვილი" - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
ვამბობდი, რომ ჩვენ სხვა რამისთვის მოვედით, ისინი მეუბნებოდნენ არა, შენ არ გაქვს უფლება ხმა ამოიღო - გიორგი მარგველაშვილი "ქართულ ოცნებაზე"
09-08-2019
ივანიშვილი დაგვპირდა, რომ 1 წელიწადში ყველაფერს დაალაგებდა და ჩვენ ვნახეთ ამ დალაგების ძალიან აქტიური ზაფხული - გიორგი მარგველაშვილი
09-08-2019
თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ჩვენ ავტორიტარულ სახელმწიფოში ვცხოვრობთ? - გიორგი მარგველაშვილის პასუხი წამყვანს
09-08-2019
"360 გრადუსი" - 11 წელი აგვისტოს ომიდან; განათლების მინისტრის პოზიცია; უსუფაშვილის პოზიცია; ბოკერიას პოზიცია
08-08-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები