07:53
12 დეკემბერი, 2019, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
33 წლის ქალი, რომელმაც Capital One-ზე მასშტაბური ჰაკერული თავდასხმა განახორციელა
31-07-2019

ამერიკული ფინანსური ინსტიტუტის საბანკო ჰოლდინგ Capital One-ზე მასშტაბური ჰაკერული შეტევა განხორციელდა. შედეგად კი კლიენტების პერსონალური ინფორმაციის გაჟონვა მოხდა. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია აღნიშნული.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, შტატ ვირჯინიაში ბაზირებულმა ჰაკერმა, რომლის ვინაობის დადგენაც მოხერხდა, ჰაკერული შეტევის შედეგად მოახერხა ხელში ჩაეგდო იმ კლიენტების პერსონალური მონაცემები, რომლებსაც განაცხადი ჰქონდათ გაკეთებული საკრედიტო ბარათებზე. Capital One აცხადებს, რომ  შტატებში  100 მილიონი ფიზიკური პირის, კანადაში კი 6 მილიონის  მონაცემი გატეხეს. კომპანიის განცხადებით, ჰაკერს ასევე 140 ათასი კლიენტის სოციალური დაზღვევის ნომერთან და 80 ათას საბანკო ანგარიშთან ჰქონდა წვდომა. თუმცა, საკრედიტო ბარათების ნომრების ხელში ჩაგდება  ვერ შეძლო.

გაზეთ The Washington Post-ის ინფორმაციით, ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ეჭვმიტანილი დააკავა. ის 33 წლის ქალი აღმოჩნდა სიეტლიდან. მას ბრალი ოფიციალურად წარედგინა და დაპატიმრებულია.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები