03:24
17 ნოემბერი, 2019, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
303,2 მლნ ლარი 9 თვეში - Top-6 ბანკი, რომელმაც ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან ყველაზე მეტი მოგება მიიღო
07-11-2019

2019 წლის 9 თვეში კომერციულმა ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვიდან 303 მილიონ 220 ათას 130 ლარის მოგება მიიღეს. ეს კი 86,5%-ით ანუ 140 მილიონ 600 ათასი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

კომერციული ბანკების ანგარიშგების მიხედვით, მხოლოდ ბოლო სამ თვეში სავალუტო ოპერაციებიდან მიღებული მოგება 164 მილიონ 900 ათასი ლარით გაიზარდა.  რაც შეეხება 2018 წლის სრულ მონაცემს, შარშან კომერციული ბანკებმა ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან 230 მილიონ 739 ათას 497 ლარის მოგება მიიღეს.

ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან მიღებული მოგებით TOP-6 კომერციულ ბანკში ლიდერობს „თიბისი ბანკი“ – 131 მილიონ 837 ათას 827 ლარით;  მას მოსდევს „საქართველოს ბანკი“ - 107 მილიონ 485  ათას 323 ლარით; მე-3 ადგილზეა „ვითიბი ბანკი“, რომლის მოგებამაც ვალუტის ყიდვა-გაყიდვის ოპერაციებიდან  21 მილიონ 252 ათას 404 ლარი შეადგინა; მე-4 ადგილზეა - „პროკრედიტ ბანკი“ - 13 მილიონ 901 ათას 990 ლარით; მე-5 და მე-6 პოზიციებს კი „ლიბერთი ბანკი“ და „ქართუ ბანკი“ იკავებენ, შესაბამისად, 13 მილიონ 107 ათას 537 და  4 მილიონ 45 ათას 408 ლარით.

ცნობისთვის, საანგარიშო პერიოდში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები