13:24
17 იანვარი, 2021, კვირა
იტვირთება შემდეგი ვიდეო
News
300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება დღეიდან იწყება
02-12-2020

დღეიდან 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება იწყება.

დახმარებას მიიღებენ პირები, რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების უფლება. მათ 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, შემოსავლების სამსახურში უნდა წარადგინონ ელექტრონული განაცხადი, რათა რეგისტრაციის შემდეგ მიიღონ ერთჯერადი 300 ლარიანი კომპენსაცია. ამასთან, ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს ეძლევა კიდევ 2 დღე ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით.

რეგისტრირებული თვითდასაქმებული პირები თავად წარმოადგენენ ელექტონულ განაცხადს, ხოლო დასაქმებულებზე და არარეგისტრირებულ თვითდასაქმებულ სუბიექტებზე ინფორმაციას წარმოადგენენ დამსაქმებლები, დამქირავებლები ან ობიექტის მფლობელები.

ამასთან, კომპენსაციის მიღების უფლებამოსილება არ აქვთ პირებს, რომლებზეც ფიქსირდება სახელფასო განაცემი საბიუჯეტო ორგანიზაციიდან, საქართველოს ეროვნული ბანკიდან, ეროვნული მარეგულირებელი ორგანოდან, ასევე საწარმოდან, რომლის აქციების/წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკა ან მუნიციპალიტეტი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები