19:17
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
300-ლარიან კომპენსაციას 51 217 თვითდასაქმებული მიიღებს
01-06-2020

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის იდენტიფიცირებულია 51 217 თვითდასაქმებული, ვინც 300-ლარიან ერთჯერად დახმარებას მიიღებს.   ჯამში გადაირიცხება  15 365 100 ლარი.  ეს თანხა ეტაპობრივად აისახება მათ ანგარიშებზე.   რაც შეეხება  200-ლარიან დახმარებას,  უწყების ინფორმაციით, სულ იდენტიფიცრებულია 72 175 დასაქმებული, ვისაც ეკუთვნის აღნიშნული კომპენსაცია. ჯამში გადაირიცხება  14 მილიონ 435 ათასი ლარი.  კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებულთათვის, საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კომპენსაციის მიმღები პირების რეგისტრაცია  1-ელ ივლისამდე გაგრძელდება.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები