09:14
27 იანვარი, 2022, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ავტოქარი
30 წლის შემდეგ ბავარიელთა მდიდრული კუპე ბრუნდება - ყველაფერი, რაც BMW-ს ახალი მე-8 სერიის შესახებ უნდა იცოდეთ
01-06-2017

BMW ახალ მე-8 სერიას გამოუშვებს. გაგახსენებთ, რომ არსებობდა E31, რომელიც 1989 წელს გამოვიდა და დღემდე ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო დიზაინის მქონე ავტომობილად მიიჩნევა. ახლა კი, თითქმის 30 წლის შემდეგ ბავარიელთა მდიდრული კუპე ბრუნდება!

ახალი მოდელის სერიული ვერსია 2018 წელს უნდა გამოვიდეს და Mercedes S-კლას კუპეს უნდა შეებრძოლოს. მიუნხენელებმა წარმოადგინეს სტუდიური მოდელი Concept 8 Series. ეს მანქანა პირველ და ძალიან კონკრეტულ შთაბეჭდილებას გვიქმნის მომავალი სერიული ვერსიის შესახებ, რომელსაც ბავარიული გიგანტი Concorso d'Eleganza Villa d'Este-ზე წარადგენს. მიუნხენელები გვპირდებიან, რომ ახალი "მე-8 სერია" კონცეპტისგან შეძლებისდაგვარად მინიმალურად განსხვავებული იქნება. AUTO BILD-მა კი ექსკლუზიურად მოინახულა სტუდიური მოდელი, რომელიც აბსოლუტურად სრულფასოვანია და ამტკიცებს, რომ ბავარიელები მდიდრული კუპეების კლასში დაბრუნებაზე მუშაობისას, საქმეს ძალიან სერიოზულად მიუდგნენ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები