04:45
14 ოქტომბერი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
3 სფერო, სადაც საქართველოში საშუალოდ ყველაზე მაღალი ხელფასებია
17-09-2019

2019 წლის მე-2 კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 76 ლარითა და 30 თეთრით გაიზარდა და ათას 179 ლარი და 80 თეთრი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
„საქსტატის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ხელფასების ზრდა შეინიშნებოდა თითქმის ყველა სექტორში. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:
• საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 ათას 393 ლარი და 60 თეთრი;
• პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - ათას 900 ლარი და 40 თეთრი;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია - ათას 806 ლარი და 40 თეთრი.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები