06:00
23 მაისი, 2022, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
3 რაიონი თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი იყიდება და ფასიც ყველაზე მაღალია
07-01-2022

საქართველოში საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასები იზრდება. ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ ანგარიშშია აღნიშნული.

კერძოდ, კვლევის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 6,1%-ით გაიზარდა, პანდემიამდელ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.1%-ით მეტია. თუმცა, ქირის ფასი 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია 16.1%-ით, 2020 წლის ნოემბერთან შედარებით კი - 7,2%-ით არის გაზრდილი.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ ცნობით, საანგარიშო პერიოდში 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, გაყიდვებიც გაზრდილი იყო. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, რაიონები თბილისში, სადაც ყველაზე მეტი საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, არის: საბურთალო, დიდი დიღომი და გლდანი.

რაც შეეხება ფასს, 2021 წლის იანვარ-ნოემბერში საცხოვრებელი უძრავი ქონება თბილისში ყველაზე მაღალი იყო - ვაკეში, მთაწმინდასა და საბურთალოზე. აღსანიშნავია, რომ ამ სამ რაიონში ფასები ახალაშენებულ საცხოვრებელზე უფრო მაღალია, ვიდრე ძველზე.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები