18:05
9 ივლისი, 2020, ხუთშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
3 ქვეყანა, სადაც საქართველო ოქროს ყიდის - სად არის ძვირფასი ლითონის ყველაზე დიდი მარაგები ქვეყანაში
02-06-2020

ოქრო იმ საექსპორტო პროდუქციის ნუსხაშია, რომლის ექსპორტი 2020 წლის იანვარ-აპრილში კი არ შემცირდა, გაიზარდა კიდეც. მიმდინარე წლის პირველ 4 თვეში ქვეყნიდან 38,1%-ით მეტი ოქრო გავიდა, ვიდრე შარშან ანალოგიურ პერიოდში.

საერთო ჯამში, ამ ძვირფასი ლითონის წილმა ექსპორტის მთლიან მაჩვენელელში 2,9% შეადგინა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან 29 მილიონ 452 ათასი დოლარის ღირებულების, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 21 მილიონ 320 ათასი დოლარის ოქროს ექსპორტი განხორციელდა.

ოქროს ექსპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალში ლიდერობს შვეიცარია, სადაც 2020 წლის იანვარ-აპრილში 27 მილიონ 941 ათასი დოლარის ოქრო გავიდა, მას მოსდევს არაბთა გაერთიანებული საამიროები, სადაც მილიონ 92 ათასი დოლარის ოქროს ექსპორტი განხორციელდა, მე-3 ადგილზე კი თურქეთია, სადაც საქართველოდან 417 ათას 900 დოლარის ოქრო გავიდა.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები