10:57
18 თებერვალი, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
თავისუფალი თემა
"3 დღე სისხლდენა არ ჩერდებოდა ბერის უსულო გვამიდან" - ოჯახი, სადაც 9 დედმამიშვილიდან 5 სასულიერო პირია
04-02-2019

სოფელ ზედა დიმის, წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარის იოანე ყურაშვილის, განვლილი ცხოვრების გზა მარტივი არ ყოფილა. ჯერ იყო განსაცდელი, მერე სურვილი, მორჩილება და დიაკვნად ხელდასმა. ტაძარი, რომელიც ზუსტად ერთი საუკუნის წინ აშენდა, წლების განმავლობაში დაკეტილი იყო. ნახევრად ფიცრული ეკლესია, კომუნისტების დანგრევას გადაურჩა. მაშინ როცა წირვა-ლოცვა აღდგა, მამა იოანეს კურთხევითა და სოფლის მაცხოვრებლების დიდი ძალისხმევით, ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. პირვანდელი სახით შემონახულ ეკლესიაში, თითქმის ყველაფერი ისევ ისეა როგორც ერთი საუკუნის წინ. სოფელში ყველამ იცის, რომ გამორჩეული ოჯახიდანაა. გამორჩეული იმიტომ, რომ მისი ცხრა დედმამიშვილიდან ხუთმა სასულიერო ცხოვრება აირჩია.

ყველაფერი კი 1993 წლის ივლისში დაიწყო... ის აფხაზეთის ომის დროს, მტრის ტყვიით დახვრეტილი მამა ანდრიას ძმაა. მაშინ ბერი ანდრია 27 იყო. ახალგაზრდა ქართველმა არც ხალხი დატოვა და არც ეკლესია. არც მტრის წინ დაუჩოქია და არც ქვეყნის ღალატი უფიქრია. მამა ანდრია არ ყოფილა სასულიერო პირი, რომელიც მხოლოდ ტაძარში წირვა-ლოცვას აღავლენდა, ის ნამდვილი თავდადებული ქართველი, ერისკაცი და ბერი იყო...


თავისი მაგალითით შეშინებულ და დაბნეულ ხალხს ბრძოლის ჟინი გაუღვივა და საქართველოს ერთიანობისთვის თავი გაწირა. ბერის სისხლიანი კაბა და უსულო სხეული ქართულ მიწაზე დაეცა, უკნიდან დამიზნებული მტრის ბანაკიდან ნასროლი ტყვიით. მამა ანდრიამ მანამდე მოასწრო და კომანელები აზიარა, საქართველოს ერთიანობისთვის ალოცა და ღიმილით აღესულა. დახვრეტამდე, ბევრი ადამიანის გადარჩენა შეძლო. ბერმა გადამწვარი კომანის უსახლკარო მოსახლეობა თავის შესამოსელით შემოსა და თავისივე ხელით გამომცხვარი პურით დააპურა. ეკლესიაში, როცა რუსული და აფხაზური საუბარი შემოესმათ, მამა ანდრია ყველაზე მშვიდად იყო და ლოცულობდა. მერე ის გაიყვანეს და მიზანში ამოღებულს რუსულად ჰკითხეს მომხდურებმა, ეს საქართველოს მიწაა თუ აფხაზეთისო?! აუღელვებლად უპასუხა, ეს ღვთის მიწააო. ამ უკანასკნელი წინადადებით გადაინაცვლა ზეციურ სასუფეველში... სამი დღე სისხლდენა არ ჩერდებოდა უსულო გვამიდან... მერე ცისფერ ხავერდში გაახვიეს გვამი და მესამე დღეს კომანის მონასტრის ეზოში დაკრძალეს...  სწორედ მაშინ, სასულიერო პირზე ომის ქარცეცხლში, ლეგენდა დაიბადა.

მამა ანდრიას მოწამეობრივმა აღსასრულმა მისი დებისა და ძმების ცხოვრება მთლიანად შეცვალა. მამა იოანე თეთრი მღვდელია, მეორე - ბერი, ორი და კი, მონაზონი.

AutoPlay
ჭაღარა შოთა პაპა ჭაღარა მთაწმინდას შეაბერდა და 50 უკვდავ ბუმბერაზს პანთეონში უვლის - "მათი დაბადების დღე გაივლის ისე, რომ არავინ გამოჩნდება, მარტო შენ იცი"
16-02-2019
ვინ არიან ადამიანები, ვინც მთაწმინდაზე 50 უკვდავი ბუმბერაზის საფლავს ერთგულად იცავენ: "გალაქტიონს ვერაფერს ვეკითხები, ჩუმად ვარ მის საფლავთან"
11-02-2019
მხატვარი, რომელიც სამი წლის ასაკში დახატული ნახატის შტრიხით ახლაც ხატავს - შეაღეთ გიორგი ვაშაკიძეს შემოქმედებითი სამყარო კარი
28-01-2019
კაფე-ქოხი უღელტეხილზე, სადაც დღედაღამე გიმასპინძლებენ და იუმორით დაგხვდებიან - ტურისტების ნავსაყუდელ "გომბორი ბიბლუსში" საჩუქრები ნამდვილი ბიბლუსიდან
14-01-2019
შობის ბრწყინვალე დღესასწაული: რა რიტუალებით აღინიშნება ეს დღე ისტორიიდან თანამედროვეობამდე
07-01-2019
რიტუალი, რომელიც ღვთაებრივი საჩუქრების მოსაზიდად დაგვეხმარება: ნახეთ აუცილებლად წარმოსათქმელი სიტყვები და წითელი ძაფის სწორად შებმის წესი
31-12-2018
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები