21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს - Palitra News

21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს

2026-04-11 20:11:34+04:00

21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავს.

ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ შეხვედრაზე კრიტიკულ შეფასებებს მოვისმენთ, რაც პირველ რიგში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს უკავშირდება. მათივე შეფასებით, დასავლეთი ყურადღებას გაამახვილებს დემოკრატიულ სტანდარტებზე და ბოლო გადაწყვეტილებებს მკაცრად შეაფასებს.

სხდომის დღის წესრიგში სამხრეთ კავკასიის თემებიც შედის, მათ შორის სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები და ერევანში დაგეგმილი საერთაშორისო სამიტი.

საქართველოს შიდა პოლიტიკური ვითარება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად დარჩება, რაც ქვეყნის საგარეო კურსზეც გავლენას მოახდენს.