იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი კვლავ გადმოვიდა - Palitra News

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი კვლავ გადმოვიდა

2026-04-11 20:08:24+04:00

იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, წმინდა ცეცხლი კვლავ გადმოვიდა. ცეცხლი აღდგომის ტაძარში შეკრებილ მრევლს იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა თეოფილე 3-მ გამოუტანა, რის შემდეგაც მორწმუნეები მას ერთმანეთს უზიარებდნენ. პატრიარქი ტაძარში 14:25 საათზე შევიდა, შემოსვის შემდეგ უფლის საფლავის გარშემო სამგზის ლიტანიობა შესრულდა. შემდეგ სხვადასხვა კონფესიის სასულიერო პირებმა იგი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და განიმოსა, რის შემდეგაც პატრიარქი საფლავში დაახლოებით 15:09 საათზე შევიდა და კარი დაიხურა.ზეციური ცეცხლი 15:11 საათზე გამოჩნდა, რაც სპეციალური ლოცვების შესრულებას მოჰყვა. წელს რიტუალი განსაკუთრებულ პირობებში ჩატარდა, თუმცა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ მისი სრულმასშტაბიანად აღსრულება შესაძლებელი გახდა.ეკლესიური გადმოცემით, ზეციური ცეცხლი ჯერ კიდევ ქრისტეს აღდგომისას გამოჩნდა, ხოლო მისი ტრადიციული გადმოსვლა აღდგომის ტაძარში 3 საუკუნიდან მომდინარეობს.დღეს, იერუსალიმის აღდგომის ტაძარში ქართველი მომლოცველებიც იმყოფებოდნენ - წმინდა ცეცხლს თბილისში დღეს გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ.