„კვირის პალიტრა“ მკითხველს აღდგომას განსაკუთრებული საჩუქრით ულოცავს - Palitra News

„კვირის პალიტრა“ მკითხველს აღდგომას განსაკუთრებული საჩუქრით ულოცავს

2026-04-10 20:15:15+04:00

12 აპრილს მართლმადიდებელი სამყარო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომას იზეიმებს. "კვირის პალიტრა" არ არღვევს ტრადიციას და მკითხველს ამ დღესასწაულს საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის დაწერილი ხატით „ყოვლადწმინდა სამება“ და მაცხოვრის საფლავზე გადმოსულ მარადიულ ცეცხლზე თავმომწვარი სანთლებით ულოცავს. ეს პირველი აღდგომაა, რომელსაც საქართველო უწმინდესის, ილია მეორის გარეშე ხვდება. წელს მორწმუნეთათვის პატრიარქის დაწერილი ხატი განსაკუთრებით ძვირფასი და სიმბოლური მნიშვნელობის გახდება. „ყოვლადწმინდა სამება“ საქართველოს ეკლესიის ერთგვარი სიმბოლოა და სამების მანამდე არსებულ ხატებს შორის სრულიად გამორჩეულია. ხატი შეიქმნა სამების საკათედრო ტაძრისთვის და სწორედ იქ არის დაბრძანებული.