მარიკა არევაძის ინფორმაციით, გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

მარიკა არევაძის ინფორმაციით, გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა

2026-04-10 16:15:48+04:00

„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრისა და ადვოკატის, მარიკა არევაძის ინფორმაციით, გუშინ, 9 აპრილის მემორიალთან დაკავებულ მამაკაცს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

მისივე განცხადებით, გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზვიად ცეკვავამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ გუშინ 9 აპრილის მემორიალთან დააკავეს მამაკაცი, რომელიც აქტივისტების ინფორმაციით, ცდილობდა ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მიტანილი ყვავილები ტერიტორიიდან გაეტანა.