საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან მომავალშიც დააყენოს და ამ თემაზე დამატებითი კომუნიკაცია განაგრძოს - Palitra News

საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან მომავალშიც დააყენოს და ამ თემაზე დამატებითი კომუნიკაცია განაგრძოს

2026-04-09 20:25:33+04:00

საქართველოს საპატრიარქო არ გამორიცხავს, რომ პატიმრების გათავისუფლების საკითხი ხელისუფლებასთან მომავალშიც დააყენოს და ამ თემაზე დამატებითი კომუნიკაცია განაგრძოს.საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განმარტებით, ამ ეტაპზე ინსტიტუცია მნიშვნელოვან შიდა პროცესებზეა კონცენტრირებული - სინოდის სხდომისა და გაფართოებული კრების ჩატარებისთვის მზადება მიმდინარეობს, რაც, მისივე შეფასებით, დიდ რესურსს მოითხოვს. შესაბამისად, ჯაღმაიძე აღნიშნავს, რომ კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე საუბარი ახლა ნაადრევია.მისივე თქმით, პატიმართა საკითხი საპატრიარქოსთვის მხოლოდ ადმინისტრაციული თემა არ არის და მას ადამიანური განზომილებაც აქვს. აღნიშნავს, რომ პატიმრები საზოგადოების წევრები არიან, რომელთა ნაწილი ეკლესიის მრევლსაც წარმოადგენს, რის გამოც მათ მიმართ თანადგომის სურვილი ბუნებრივად ჩნდება.ჯაღმაიძის ინფორმაციით, აღნიშნული საკითხი ხელისუფლებასთან უკვე არაერთხელ დაუყენებიათ, თუმცა კონკრეტული შედეგი ამ დრომდე მიღწეული არ არის. საუბარი შეეხო იმ პირებსაც, ვისაც შედარებით მსუბუქი დანაშაული შეიძლება ჰქონდეს ჩადენილი, თუმცა პროცესს წინსვლა ჯერ არ ჰქონია.