9 აპრილის ტრაგედიიდან 37-ე წლისთავს ევროპული ქვეყნების საელჩოები ეხმაურებიან და ქართველ ხალხს მიმართ მხარდაჭერას უცხადებენ. მათ განცხადებებში ხაზგასმულია, რომ ისინი გვერდში უდგანან ქართველ ხალხს, რომელიც თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლისთვის იბრძვის. დღეს 9 აპრილის მემორიალი ევროპული ქვეყნების ელჩებმა ყვავილის გვირგვინებით შეამკეს. მათ გამოჩენას ადგილზე შეკრებილ მოქალაქეთა შორის პოზიტიური რეაგირება მოჰყვა.