39 დღიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად,  აშშ-სა და ირანს შორის, 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო - Palitra News

39 დღიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად,  აშშ-სა და ირანს შორის, 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო

2026-04-08 20:20:20+04:00

39 დღიანი კონფლიქტის შემდეგ პირველად, აშშ-სა და ირანს შორის, 10 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაიდო. მოლაპარაკებების დაწყებას საფუძვლად, ჰორმუზის სრუტის გახსნა უნდა დაედოს. სრუტეში მიმოსვლის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით მისიას დაახლოებით 15 ქვეყანა გეგმავს. თუმცა, სადავო საკითხებს შორის კიდევ 15-მდე პუნქტია. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ უმეტეს ნაწილზე შეთანხმება მიღწეულია. მათ შორის, ირანი ურანით გამდიდრებაზე უარს იტყვის. ქვეყნებს, რომლებიც ირანს სამხედრო იარაღს მიაწვდის, ტრამპი ტარიფების დაწესებით ემუქრება. შეთანხმების პრინციპებით კმაყოფილია თეირანი. ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ პირობები თეირანის ზოგად ინტერესებს შეესაბამება. ქვეყნებს შორის მიღწეულ შეთანხმებას მიესალმება საერთაშორისო საზოგადოება, თუმცა მიუხედავად შეთანხმებისა, პაკისტანის პრემიერი აცხადებს, რომ ირანსა და აშშ-ს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევა კონფლიქტის ზონაში, რამდენიმე ადგილას დაფიქსირდა. რა პირობებს მოიცავს მოლაპარაკებების ეტაპი?!