საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა - Palitra News

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა

2026-04-08 22:10:24+04:00

საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობა უახლოეს პერიოდში აქტიურ ფაზაში გადავა. საქართველოს მთავრობის მეთაურის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით ხელშეკრულების გადახედვის შედეგად გამოიკვეთა, რომ პროექტის ღირებულება 25%-ზე მეტით, 52,5 მილიონი დოლარით შემცირდა. ხელისუფლების ოპონენტებს პროექტის განხორციელების არ სჯერათ. ექსპერტები კი ამბობენ, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობაში რეალური ინვესტორი ჯერ კიდევ არ ჩანს. რა ეტაპზეა მშენებლობა, რა როლი აქვს პროექტის მნიშვნელობას და როგორია ოპოზიციის შეფასება?!