ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს - Palitra News

ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს

2026-04-06 21:22:12+04:00

საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, ირანმა და აშშ-მა საომარი მოქმედებების დასრულებისა და ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტის შესახებ გეგმა მიიღეს. როგორც „როიტერი“ წერს, ინფორმირებულმა წყარომ გამოცემასთან აღნიშნა, რომ გეგმა, შესაძლოა, ორშაბათს ამოქმედდეს და ჰორმუზის სრუტე ხელახლა გაიხსნას. ამავდროულად, ირანსა და ისრაელს შორის სამხედრო მოქმედებები აქტიურად გრძელდება. „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ აცხადებს, რომ მათი დაზვერვის უფროსი მაჯიდ ხადემი მოკლულია. ამავდროულად ვრცელდება ცნობები, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტის ჩამოვარდნის ადგილზე ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მანამდე საერთაშორისო მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ ისრაელის ქალაქ ხაიფაში ირანის ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ნანგრევებში ოთხი ადამიანი იყო მოყოლილი, რომლებსაც მაშველები ეძებდნენ.