დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის ხელისუფლებაში დაბრუნების შემდეგ, საქართველო ვაშინგტონიდან პირველ ხელშესახებ ნაბიჯებს ელოდება. მოლოდინები უკავშირდება, როგორც სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას, ისე ურთიერთობების გადატვირთვას. საკითხი განსაკუთრებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შორის გამართული საუბრის შემდეგ გააქტიურდა. ქართულ ოცნებას, პოზიტიურ მოლოდინებს უჩენს, აპრილში, ამერიკის შეერთებული შტატების ჯგუფის ვიზიტი, რომლის მიზანი საქართველოში მიმდინარე პროცესების შესწავლაა. ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, პოზიტიური ნიშნები ჩანს, თუმცა მათი თქმით, ქვეყნის შიგნით ოპოზიცია ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გადატვირთვას ეწინააღმდეგება. დასავლეთთან თანამშრომლობის ახალი ფურცლიდან დაწყების პერსპექტივის არ სჯერათ ოპონენტებს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსების აზრით, პროცესი იქამდე არ შეიცვლება, ვიდრე ხელისუფლებაში ქართული ოცნება რჩება.