უდოს კომისიამ მზია ამაღლობელის ვადამდე გათავისუფლებაზე უარი თქვა და გადაწყვეტილების საფუძვლად დანაშაულის არაღიარება დაასახელა.დაცვის მხარის ინფორმაციით, თავად ამაღლობელი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს და პოზიციის შეცვლას არ გეგმავს.ოპოზიცია საქმეს პოლიტიკურ კონტექსტში განიხილავს და მას მედიის თავისუფლებასთან აკავშირებს. მმართველ გუნდში კი განსხვავებულ შეფასებებს აკეთებენ და გარე გავლენებზე ამახვილებენ ყურადღებას.