შვეიცარიამ საქართველოს სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა, რაც პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს - Palitra News

შვეიცარიამ საქართველოს სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა, რაც პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს

2026-04-03 20:42:17+04:00

შვეიცარიამ საქართველოს სპეციალური პასპორტების მფლობელებისთვის სავიზო რეჟიმი დააწესა, რაც პოლიტიკურ სპექტრში განსხვავებულ შეფასებებს იწვევს. გადაწყვეტილება ერთწლიანი ვადით იმოქმედებს და შეეხება მხოლოდ დიპლომატიურ, ოფიციალურ და სამსახურებრივ პასპორტებს. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის ცვლილება არ ვრცელდება.ხელისუფლებაში ამ ნაბიჯს არათანაბარ მიდგომად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ ის პარტნიორული ურთიერთობების პრინციპებს არ შეესაბამება. ოპოზიცია კი გადაწყვეტილებას მოსალოდნელად განიხილავს და მას ქვეყნის საერთაშორისო იმიჯსა და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.