მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა შესაძლებელია - „ქართულ ოცნებაში“ კონკრეტულ ნაბიჯებს უახლოეს პერიოდში ელოდებიან.ხელისუფლებაში ოპტიმისტურად აფასებენ ურთიერთობების პერსპექტივას და ვარაუდობენ, რომ მიმდინარე თვე შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს. ამ მოლოდინს უკავშირებენ მაღალი დონის კომუნიკაციასაც, რომელიც ორ ქვეყანას შორის უკვე გაიმართა და მომავალ თანამშრომლობას საფუძვლად შეიძლება დაედოს.ამავდროულად, განსხვავებული შეფასებები ისმის ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან - ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ საქართველოს მთავრობას ურთიერთობების რეალურად გაუმჯობესებისთვის საკმარისი რესურსი არ გააჩნია. მათივე შეფასებით, არსებული პოლიტიკური ვითარება ასეთ პროგრესს ნაკლებად რეალისტურს ხდის.რა მოლოდინი არსებობს საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობის თვალსაზრისით და რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური მხარეები?