ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ „მაკრონს ცოლი ძალიან ცუდად ექცევა“ - ეს სიტყვები არც დახვეწილია და არც შესაფერისი - პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს პასუხს არ იმსახურებს - Palitra News

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპის განცხადებაზე, რომ „მაკრონს ცოლი ძალიან ცუდად ექცევა“ - ეს სიტყვები არც დახვეწილია და არც შესაფერისი - პასუხის გაცემას არ ვაპირებ, ეს პასუხს არ იმსახურებს

2026-04-02 16:57:18+04:00

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ მისი და მისი მეუღლის შესახებ გაკეთებული განცხადება პასუხს არ იმსახურებს. მაკრონი ამით გამოეხმაურა დონალდ ტრამპს, რომელმაც თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე განაცხადა, რომ მაკრონს „მისი ცოლი ძალიან ცუდად ექცევა და ყბაში მოხვედრილი დარტყმისგან ჯერ კიდევ არ გამოკეთებულა“.

ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ ტრამპის სიტყვები „არც დახვეწილია და არც შესაფერისი“.

„პასუხის გაცემას არ ვაპირებ. ეს პასუხს არ იმსახურებს“, - განაცხადა მაკრონმა.