ნატოს გენერალური მდივანი მარკ რუტე ვაშინგტონს ეწვევა. ინფორმაციას ნატო-ს პრესსპიკერი, ალისონ ჰარტი ავრცელებს.
„შემიძლია დავადასტურო, რომ გენერალური მდივანი მომავალ კვირას დიდი ხნით ადრე დაგეგმილი ვიზიტით ვაშინგტონს ეწვევა“, - განაცხადა ნატო-ს პრესსპიკერმა.
აღსანიშნავია, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი, მარკ რუტე ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ნატო-ს მოკავშირეების კრიტიკისა და ალიანსის დატოვების შესახებ გაკეთებული განცხადებების ფონზე ჩადის.
ოთხშაბათს, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ სააღდგომო ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ნატო „ქაღალდის ვეფხვია“.
„ნატო-ში რამდენიმე ძალიან ცუდი მოკავშირე გვყავს. იმედია, ისინი არასდროს დაგვჭირდებიან“, - აღნიშნა ტრამპმა.