NMG - (ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფი) დეფიციტური ტექნიკური პროფესიების მხარდაჭერის მიზნით კოლეჯ „სპექტრთან“ თანამშრომლობას იწყებს და სტუდენტებს დასაქმებას სთავაზობს. ახალი საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში, კოლეჯში სწავლება რეალურ საწარმოო გამოცდილებას დაუკავშირდება.