გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიის გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა - Palitra News

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - გორში, მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფრის ტერიტორიის გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა

2026-04-01 19:46:56+04:00

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებით, გორში, მიუსაფარ შინაურ ცხოველთა თავშესაფარში სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

მათი ინფორმაციით, დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი.

უწყების თანახმად, დადგინდა, რომ გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების შესაბამისად, ინფექციების გავრცელების პრევენციის მიზნით ინსინერატორში ხდებოდა თავშესაფარში არსებული ცხოველების სამედიცინო მომსახურებით და მასთან დაკავშირებული კვლევების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების ინსინერაცია და ასევე გარდაცვლილი ცხოველის უტილიზაცია.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დეტალურად გადაამოწმეს გორში, ა(ა)იპ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს მიუსაფარი შინაური ცხოველების თავშესაფარს ტერიტორია.

გადამოწმების შედეგად სამართალდარღვევა არ გამოვლინდა.

დადგინდა, რომ მიუსაფარი შინაური ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალური სააგენტოს კუთვნილ ტერიტორიაზე მოწყობილია ინსინერატორი, რომლის ფუნქციონირებაზე სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის 2025 წლის 4 მარტის #98/ს ბრძანებით გაცემულია გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.