ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადასცემს - Palitra News

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადასცემს

2026-04-01 18:36:11+04:00

ევროკავშირი უკრაინას რუსეთის გაყინული აქტივებიდან მიღებულ 1.4 მილიარდ ევროს გადასცემს. ამის შესახებ განცხადებას ევროკომისია ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გუშინ, 31 მარტს, ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის გაყინული აქტივებიდან 1.4 მილიარდი ევროს ოდენობის მოულოდნელი მოგება მიიღო. თანხა უკრაინას გადაეცემა, რაც ეს უკვე მეოთხე მსგავსი ტრანში იქნება. მესამე ტრანში უკრაინას 2025 წლის აგვისტოში გადაეცა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მაშინ, როდესაც რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინული რჩება ევროკავშირში, მის მიერ გამომუშავებული მოგება რუსეთს არ ეკუთვნის და ევროკომისიის შემოთავაზების შესაბამისად, უკრაინის დასახმარებლად გამოიყენება.

“1.4 მილიარდი ევრო მიემართება იქ, სადაც ის ყველაზე მეტად არის საჭირო: უკრაინის სახელმწიფოს შესანარჩუნებლად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი სერვისების შესანარჩუნებლად და მამაცი უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდასაჭერად. უკრაინის გამარჯვებისა და თავისუფლების მიმართ ჩვენი ერთგულება ურყევია”, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.