პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება - Palitra News

პარლამენტმა დაამტკიცა პროექტი, რომლის თანახმად, პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება

2026-04-01 17:03:46+04:00

პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა და დაამტკიცა პროექტი, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება.„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონს საგამონაკლისო რეგულაცია დაემატა, რომლის მიხედვით, მხოლოდ 2026-2027 სასწავლო წელს, მშობლის გადაწყვეტილებით, ნებაყოფლობით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე - პირველ კლასში სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება ბავშვს, რომელსაც 6 წელი 2026 წლის 16 სექტემბრიდან 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდება.საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ წარუდგინა. პროექტი 87-ხმით, ერთხმად მიიღეს.