თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა - Palitra News

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა

2026-03-31 20:27:12+04:00

თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. პროცესზე ახალაიამ კიდევ ერთხელ უარყო ბრალდება და განაცხადა, რომ ხელისუფლების დამხობა სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედება არ არის. მისივე თქმით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამოსვლის ერთადერთი გზა მოქმედი ხელისუფლების შეცვლაა. ამასთან, მანვე აღნიშნა, რომ საკუთარი პოზიცია წარმოადგენს მოსაზრებას და არა უკანონო ქმედებისკენ მოწოდებას.პროცესის შემდეგ მხარეებმა საკუთარი პოზიციები კიდევ ერთხელ დააფიქსირეს, ხოლო საქმის შემდგომი სამართლებრივი პერსპექტივა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული.