პარლამენტმა ძველი ავტომობილებისთვის აქციზის ზრდის კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო. საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები, რომელიც 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე აქციზის ზრდას ითვალისწინებს, პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა და საბოლოო კენჭისყრა ხვალ, 1-ელ აპრილს იგეგმება.ცვლილებების მიხედვით, 6 წლამდე ავტომობილებისთვის განაკვეთი უცვლელი რჩება და 1 სმ³-ზე 1.5 ლარს შეადგენს, ხოლო 6 წელზე მეტი ასაკის მანქანებზე 4.5 ლარამდე იზრდება. დამატებით წესდება სპეციალური პირობები: ჰიბრიდებზე შეღავათი შენარჩუნდება, მარჯვენასაჭიანებზე კი განაკვეთი გასამმაგდება.ინიციატორები ცვლილებებს გარემოს დაცვის აუცილებლობით ხსნიან და აღნიშნავენ, რომ არსებული დაბალი ტარიფი მოძველებული ავტომობილების იმპორტს ახალისებს. მათი შეფასებით, ახალი მიდგომა გარემოზე ზიანის შემცირებას შეუწყობს ხელს, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეულ სოციალურ გავლენასაც გამოიწვევს.ოპოზიცია ალტერნატიული წინადადების წარდგენას გეგმავს. უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს აღნიშნული კანონპროტექტი და როგორია პოლიტიკური შეფასებები?