რა საკითხებზე შედგა სატელეფონო საუბარი საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანს შორის - ოპოზიციაში ვარაუდობენ, რომ სატელეფონო საუბარი სინამდვილეში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს ეხებოდა. ხელისუფლების ოპონენტების აზრით, მარკო რუბიო ცდილობს გაარკვიოს, თუ რა პოზიცია აქვს საქართველოს ხელისუფლებას ირანში მიმდინარე ომთან დაკავშირებით. „ქართულ ოცნებაში“ კი აცხადებენ, რომ ირაკლი კობახიძესა და მარკო რუბიოს შორის გამართული საუბარი ორმხირვი ურთიერთობის გაუმჯობესების ცალსახა დასტურია. მათივე თქმით, აუცილებელია სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენისთვის ამერიკულმა მხარემ უფრო მეტი ინიციატივა გამოიჩინოს.