ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტი ფართოვდება - Palitra News

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტი ფართოვდება

2026-03-30 21:10:31+04:00

ახლო აღმოსავლეთში აშშ-ს, ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტი ფართოვდება. ირანში ადასტურებენ, რომ რევოლუციის გუშაგთა კორპუსის საზღვაო ძალების მეთაური, ალირეზა ტანგსირი დაიღუპა. მხარეები სამხედრო ოპერაციების გაფართოებას აგრძელებენ და მათ შეწყვეტას ამ ეტაპზე არ აპირებენ. პროცესში იემენელი ჰუსიტებიც ჩაერთნენ, რაც რეგიონულ დაძაბულობას კიდევ უფრო ზრდის. როგორია ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები და რას ამბობენ ამ თემაზე მსოფლიო ლიდერები.