რუსეთი უკრაინას 442 დრონითა და ერთი ბალისტიკური რაკეტით დაესხა თავს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალები ავრცელებს.განცხადების თანახმად, 29 მარტის ღამეს რუსეთი უკრაინას თავს დაესხა ერთი აერო-ბალისტიკური რაკეტა “კინჟალითა” და 442 დრონით, რომელთაგან 300 “შაჰედია”.უკრაინელი სამხედროების ცნობით, ღამის განმავლობაში 380 დრონი ჩამოაგდეს. 16 დრონის მოხვედრა დაფიქსირებულია 7 ლოკაციაზე, კიდებ 14 ლოკაციაზე დაფიქსირებულია ჩაჭრილი დრონების ვარდნა.დილის მდგომარეობით, უკრაინის საჰაერო სივრცეში ჯერ კიდევ იმყოფება რამდენიმე რუსული დრონი.