დიდი ბრიტანეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი საქართველოში მიმდინარე პროცესებს რუსეთის გავლენას უკავშირებს და დემოკრატიის უკუსვლაზე მიუთითებს.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ დასავლეთი საქართველოს ევროატლანტიკურ გზას მხარს უჭერს, მაშინ როცა რუსეთი ამ პროცესის შეფერხებას ცდილობს და ოკუპირებულ რეგიონებს აქტიურად უჭერს მხარს. დოკუმენტი ასევე ეხება 2024 წლის არჩევნებს და მიუთითებს, რომ პროცესზე გავლენა კოორდინირებულმა დეზინფორმაციულმა კამპანიამ მოახდინა.
კომიტეტი ხაზს უსვამს, რომ ქვეყანაში მიმდინარე ტენდენციები ავტორიტარული მმართველობის რისკს აჩენს და სანქციების გაფართოებას საჭიროდ მიიჩნევს.