ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხს 1 აპრილს განიხილავენ - Palitra News

ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხს 1 აპრილს განიხილავენ

2026-03-28 15:44:45+04:00

ევროპის საბჭოში საქართველოს საკითხს 1 აპრილს განიხილავენ.ოპოზიციაში იმის მოლოდინი აქვთ, რომ ევროპული ინსტიტუტები „ქართული ოცნების“ ქმედებებს კრიტიკულად შეაფასებენ და შესაბამის გზავნილებს გაავრცელებენ. მათივე აზრით, ამ საკითხის განხილვა მიუთითებს, რომ ხელისუფლება დასავლეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას ვერ ახერხებს.მმართველი გუნდი კი ევროპელ პარტნიორებს ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ სამართალდარღვევების გარეშე უფრო რბილი მიდგომა იქნებოდა შესაძლებელი.სხდომაზე განიხილავენ რეზოლუციისა და რეკომენდაციების პროექტებს, ასევე ფაქტების დამდგენი მისიის ანგარიშს.