ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს 1-ელ აპრილს განიხილავს - რა წერია ამ ანგარიშში და როგორ ეხმაურებიან მას ქართველი პოლიტიკოსები? - Palitra News

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს 1-ელ აპრილს განიხილავს - რა წერია ამ ანგარიშში და როგორ ეხმაურებიან მას ქართველი პოლიტიკოსები?

2026-03-27 21:04:09+04:00

ევროსაბჭოს კონგრესი საქართველოს შესახებ ანგარიშს 1-ელ აპრილს განიხილავს. 50-ე სესიის ფარგლებში წარმოდგენილი დოკუმენტი ეფუძნება საქართველოში ვიზიტის შედეგებს და მოიცავს როგორც შეფასებებს, ისე რეკომენდაციებს. სხდომაზე განიხილავენ და კენჭს უყრიან შესაბამის რეზოლუციასა და რეკომენდაციებს.ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია პოლიტიკური დიალოგის განახლების აუცილებლობაზე, ინკლუზიური პროცესის უზრუნველყოფასა და პოლარიზაციის შემცირებაზე. ასევე ხაზგასმულია ადგილობრივი დემოკრატიის გაძლიერების, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესრულებისა და კონტროლისა და ბალანსის აღდგენის საჭიროება.დოკუმენტი მოუწოდებს ხელისუფლებას, გადახედოს საარჩევნო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, გააძლიეროს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დამოუკიდებლობა და უზრუნველყოს სამართლიანი საარჩევნო გარემო.ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციური ხმების კრიმინალიზაციის შეჩერებაზე, გენდერული კვოტების აღდგენასა და არჩევნებზე დაკვირვების შეზღუდვების გაუქმებაზე. ყურადღება ეთმობა მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების თავისუფალი საქმიანობის უზრუნველყოფას და ძალადობის ფაქტების სრულყოფილ გამოძიებას. კიდევ რა წერია ამ ანგარიშში და როგორ ეხმაურებიან მას ქართველი პოლიტიკოსები?