აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, პიტერ ანდრეოლის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი დიპლომატი შეხვდა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ასევე საგარეო საქმეთა და ეკონომიკის მინისტრებს. მანამდე კი მან ფოთისა და ანაკლიის პორტები მოინახულა. ყურადღება იმ ფაქტმა მიიქცია, რომ ამერიკელი დიპლომატი პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს არ შეხვდა. ამ გარემოებას ოპოზიცია აფასებს როგორც სიგნალს, რომ ოფიციალური ვაშინგტონის ინტერესის მთავარი სფერო ეკონომიკური პროექტებია და არა ხელისუფლებასთან სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა.ხელისუფლება კი განსხვავებულ პოზიციას აფიქსირებს და კვლავ აცხადებს, რომ შტატებთან პარტნიორობის განახლება რეალისტურ სცენარად მოსჩანს. რას უნდა ველოდოთ აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების თვალსაზრისით?