საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა - როგორ ეხმაურებიან მარკ რუთეს განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები? - Palitra News

საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა - როგორ ეხმაურებიან მარკ რუთეს განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები?

2026-03-27 21:02:14+04:00

საქართველოსა და ნატო-ს შორის არსებული ურთიერთობების შესახებ სამხედრო-პოლიტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ისაუბრა. მარკ რუთემ განაცხადა, რომ საქართველოსთან ურთიერთობის გაგრძელება მნიშვნელოვანია - მანვე განმარტა, რომ დიალოგის სრულ გაწყვეტას საქართველოსთან კავშირის შენარჩუნება ურჩევნია.მისივე თქმით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოსა და ნატო-ს ურთიერთობები ნამდვილად შეიცვალა, თუმცა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თანამშრომლობის შენარჩუნებას კვლავ საჭიროდ მიიჩნევს. ამასთან, ალიანსი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ ევროპულ კურსს დაუბრუნდეს და გააგრძელოს დემოკრატიული განვითარების ის კურსი, რომელიც ქვეყანას აქამდე ჰქონდა.რუთეს გზავნილებს საქართველოში უკვე გამოეხმაურნენ - მმართველი პარტია აცხადებს, რომ ნატო-სთან თანამშრომლობა სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ამავდროულად, ოპოზიცია ძირითად ყურადღებას დემოკრატიული სტანდარტების კუთხით არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე ამახვილებს. როგორ ეხმაურებიან მარკ რუთეს განცხადებას ქართველი პოლიტიკოსები?