ისრაელსა და ირანს შორის დაპირისპირება გრძელდება და კონფლიქტის დასრულების ნიშნები ამ ეტაპზე არ ჩანს.ორივე მხარე სამხედრო ოპერაციებს აქტიურად აგრძელებს, თუმცა ომის დასრულების პერსპექტივაზე საჯარო განცხადებები არ კეთდება.ამ ფონზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ირანსა და აშშ-ს შორის შესაძლო მოლაპარაკებებისთვის შუამავლობა თურქეთმა ან პაკისტანმა შეიძლება იკისროს. მედიის ცნობით, ვაშინგტონის გზავნილები თეირანს პაკისტანის გავლით უკვე გადაეცა, თუმცა მათი შინაარსი უცნობად რჩება.ირანულ მხარეს დიპლომატიური კონტაქტები ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია.