ტრამპის განცხადებამ ნავთობის ფასი მკვეთრად დააგდო, თუმცა დღეს დილიდან ფიუჩერსულ ფასებზე დაახლოებით 2-3%-იანი ზრდა შეინიშნება. ნავთობის ფასები 13%-ზე მეტით დაეცა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ პენტაგონს ირანის ელექტროსადგურებსა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების გადადების ბრძანება მისცა. ბრენტის ტიპის ნავთობის „ფიუჩერსები“ დაახლოებით 17 დოლარით, ანუ 15%-ით დაეცა და სესიის მინიმუმმა, ბარელზე 96 დოლარი შეადგინა. ამერიკული ტეხასური ნავთობის ფასი კი გუშინდელი სავაჭრო სესიის დროს 13 დოლარით, დაახლოებით 13.5%-ით, 85 დოლარამდე შემცირდა. დღევანდელი ვაჭრობის განმავლობაში როგორც უკვე გითხარით მცირედი მატებაა. ბრენტის ტიპის ნავთობი ბარელზე დაახლოებით 103 დოლარად ივაჭრება, ხოლო ამერიკული, მსუბუქი ნავთობის ფასი 90 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ტრამპა განაცხადა, რომ ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებებს აწარმოებს, რასაც თეირანმა სიცრუე უწოდა და ირანის პარლამენტის სპიკერმა ისიც კი თქვა, რომ ასეთი ფეიქნიუსებით ტრამპს ნავთობის ფასებით მანიპულირება სურს. თუმცა მოგვიანებით, მათი საგერეო უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა შუამავლების საშუალებით ამერიკის შეერთებული შტატებისგან წინადადების მიღება, რომელსაც ამ ეტაპზე განიხილავენ. გამოცემა „აქსიოს„ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მოლაპარაკებები მიმდინარებს და შუამავლები ამ პროცესში თურქეთი, ეგვიპტე და პაკისტანი არიან.